"სახალხო კრების" ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი ბათიაშვილი საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის განცხადებას გამოეხმაურა.
"სადაც მე დავდგები იქ გიორგაძის მსგავსი პირები ვერ გამოჩნდებიან. 21 მაისს დავიწყებთ ხელისუფლების შეცვლის პროცესს და ამ ბრძოლაში ჩემს გვერდით იგორ გიორგაძე არ იქნება", - განაცხადა ბათიაშვილმა.
იგორ გიორგაძის განცხადებით, მისი და ყველა ნორმალური ადამიანის სიმპათიების იმათ მხარესაა, ვინც ამა თუ იმ ფორმით ამ ხელისუფლებას ეუბნება კმარა! წაეთრიეთ!.
მოუთმენლად ველით ახლანდელი ქართული რეჟიმის დასრულებას, ჩვენი სიმპატიები, ჩემიც და ყველა ნორმალური ადამიანის იმათ მხარესაა, ვინც ამ ხელისუფლებას ეუბნება კმარა! წაეთრიეთ!, საქართველოს მოსახლეობა ყელამდეა ქართველი ნაცების პოლიტიკით და ნამდვილ ცვლილებებს მოითხოვს - რეჟიმის ცვლილება ეს ობიექტიური გარდაუვალობაა! ეს განცხადებები საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ სააგენტო "ინტერფაქსისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ჩემთვის თბილისის რეჟიმის დამხობის გეგმებში მონაწილეობის მიწერვა არასერიოზული და პროვოკაციულია. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ხომ წესად აქვს ყველა თავის უბედურებაში რუსეთი დაადანაშაულოს და მე და ჩემი თანამოაზრეები ამ უბედურებების მთავარ ორგანიზატორებად დაგვასახელოს.
"ხოლო ის კი ვინც ქუჩაში გამოსვლას და სახალხოდ პროტესტის გამოხატვას გაბედავს სერიოზულად რისკავს. შეგახსენებთ, რომ დღეს ქართულ ციხეში იმყოფება მარტოხელა სამი შვილის დედა მაია თოფურია, თემურ ჟორჟოლიანი, კახაბერ ქანთარია და მათთან ერთად კიდევ 100 ადამიანი, რომლებიც საერთაშორისო უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა პოლიტპატიმრებად აღიარეს", _ აცხადებს ყოფილი მინისტრი და დასძენს, რომ მას არ სურს, რომ ზემოთხსენებული ადამიანების ბედი 21 მაისს დაგეგმილი აქციის რომელიმე მონაწილემ გაიზიაროს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 21 მაისს "სახალხო კრება" 15:00 საათზე თბილისში და ბათუმში ერთობლივად საპროტესტო აქციებს გამართავს.