დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობებში საქართველოს ჩარევა ამ ქვეყნების ინტერესებს დააზიანებს. ამის შესახებ წიკლაურმა ჟურნალისტებს სომხეთის წარმომადგენლების მიერ საქართველოს პარლამენტისთვის გენოციდის აღიარების მიმართვის შეფასებისას განუცხადა.
სომხეთის ორგანიზაციებმა, მართალია, მოგვმართეს გენოციდის აღიარების თხოვნით, თუმცა თურქეთსა და სომხეთს შორის არის ძალიან კარგი ურიერთობების დასაწყისი პრეზიდენტების, მინისტრებისა და პარლამენტის წევრების დოენზე, ასევე ეკონომიკურ სფეროში.
ამიტომ, საქართველოს ჩართვა ამ საკითხებში მიმაჩნია რომ დააზიანებს ამ ურთიერთობებს, რომელიც დღეს ამ ქვეყნებს შორის იწყება. აღნიშნა წიკლაურმა. მისივე Yთქმით, თურქეთი და სომხეთი მოლაპარაკებების გზით ცდილობენ არსებული პრობლემების მოგვარებას და ამ პროცესში სხვა მესამე პირი არ უნდა ჩაერიოს.