საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე რუსულ "ინტერფაქსთან" საუბარში აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით საქართველოში დაგეგმილი აქციების განვითარების შესახებ პროგნოზს ვერ აკეთებს, თუმცა აქციების დაწყებას ელოდება.
"მოდით, ქართულ მატარებელს წინ არ გავუსწროთ, დაიწყოს ჯერ აქციები, აი მაშინ ვილაპარაკოთ პერსპექტივებსა და წარმატებებზე", _ აცხადებს გიორგაძე.
შეგახსნებთ, რომ ხვალ სახალხო კრების ორგანიზებით, საპროტესტო აქციების დაწყება იგეგმება.