პუტინის, მედვედევის და არც ოქრუაშვილის მიმართვით საქართველოს შეიარაღებული ძალები არასდროს გახდება რუსული არმია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქართული ჯარისადმი მიმართვის შეფასებისას განაცხადა.
"პირველ რიგში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად არის ირაკლი ოქრუაშვილი ფიზიკურად, რადგან პოლიტიკურად ის და მისი პოლიტიკური ძალა დიდი ხანია მოსკოვშია", - აღნიშნავს გაბაშვილი.
მისივე შეფასებით, განსაკუთრებული ცინიზმია ოქრუაშვილის პოლიტიკურ ძალის მიერ "ქართული პარტიის" დარქმევა, როცა ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის რუსული პარტიაა.
"რაც შეეხება მიმართვას ქართული ჯარს მისამართით, ეს საერთოდ სასაცილოა, რადგან არც პუტინის, არც მედვედევის და არც ოქრუაშვილის მიმრთვით საქართველოს შეიარაღებული ძალები, ქართული არმია არ გახდება რუსული და მოსკოვის არმია, შესაბამისად რამდენიც უნდა იმდენი მიმართოს", - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
გაბაშვილის თქმით, ოქრუაშვილის პოლიტიკურ ძალას საქართველოს ნულოვანი მხარდაჭერა გააჩნია და ეს ყველამ კარგად იცის.