საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ გიორგი თარგამაძის განცხაებით, საქართველოსთვის რევოლუცია შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, - ამისEშესახებ თარგამაძემ დმოკრატიათა თანამეგობრობს საპრლამენტო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ორი ოპოზიციური ძალა გეგმავს რევოლუციას და თუ ეს მართლა მოხდა, საქართველოს ცუდ შედეგებს მოუტონს.
"საზოგადოება ელოდება ორ რევოლუციას, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ნიჰილისტური. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს მთავრობა გეგმავს აღლუმის ჩატარებას უამრავი მძიმე საბრძოლო ტექნიკით. იმედი მაქვს რომ აქციები, რომელზეც ეს ოპოზიციური ძალები აპირებენ 26 მაისს არეულობაში არ გადაიზრდება. რევოლუცია შეიძლება დამღუპველი იყოს საქართველოსთვის. საქართველოში ხელისუფლების გამოცვლა უნდა მოხდეს ცივილიზებული გზით. ამის განხორციელება კი შესაძლებელია ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნით, რომელიც ობიექტურ არჩევნებს ჩაატარებს", - განაცხადა თრაგამაძემ.
მისი თქმით, უნდა შეიქმნას მიზნობრივი პოლიტიკური გარემო, რომელიც თავისუფალი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.
თარგამაძემ ისაუბრა საქართველოს როლზე რეგიონში. მისი თქმით, საქართველო თავისი დემოკრატიითა და გარდაქმნებით მართლაც ლიდერი ქვეყანაა და არსებობს მთელ რიგი მიმართულებები, რომელზეც მეზობელმა ქვეყნებმა უნდა მოგვბაძონ.
"ეს არის სახელმწიფო სტრუქტურებში ქვედა და საშუალო დონეზე კორუფციის აღმოფხვრა, კრიმინალის დამარცხება და მასთან თანმიმდევრული წინააღმდეგობა, მაგრამ ქრისტიან-დემოკრატები არ ვიზიარებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ გზას ქვეყნის განვითარებისთვის. ვფიქრობ, რომ მეტი უნდა გაკეთდეს ამისთვის, რათა ქვეყანა განვითარდეს და ერთ-ერთი წამყვანი როლი მიიღოს არა მხოლოდ რეიგონში არამედ ევროპაშიც", - განაცხადა თარგამაძემ.