თბილისის შემოვლით გზაზე, რუსთავი-მარტყოფის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთმანეთს ევაკუატორი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ადგილზე დაიღუპა მსუბუქი მანქანის მძღოლი, ევაკუატორის მძღოლი კი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები და მაშველები.
მანქანიდან ცხედრის ამოსაყვანად სამაშველო სამსახურის დახმარება გახდა საჭირო.