ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლიბანში მყოფ თავის მოქალაქეებს უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ ლიბანში აშშ-ის საელჩოს განახლებულ რეკომენდაციებშია ნათქვამი.
რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ლიბანში არსებული ვითარება საკმაოდ საშიში და არაპროგნოზირებადი რჩება და მოქალაქეებს ახსენებს ირანის მუქარას ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ უნივერსიტეტებზე დარტყმის შესახებ.
„თუ ამჟამად ქვეყანაში იმყოფებით, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, დატოვონ ლიბანი, სანამ კომერციული რეისები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ ლიბანში. მოქალაქეებს, რომლებიც გადაწყვეტენ ლიბანის დატოვებას, ვურჩევთ, მოამზადონ საგანგებო გეგმები“, - ნათქვამია ტექსტში.
სამხრეთ ლიბანში, ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში ან სირიის საზღვართან ახლოს მყოფ ამერიკელებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა სა უფრო უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ.
საელჩომ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა რუტინული საკონსულო მომსახურება და მხოლოდ გადაუდებელი პასპორტთან დაკავშირებული მომსახურებაა ხელმისაწვდომი.