ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის განცხადებით, აქციები, რომლებიც ექსტრემალური მოთხოვნებით იწყება, რეალურად არაფრით მთავრდება.
„აქციები, რომლებიც ექსტრემალური მოთხოვნებით ტარდება, რეალურად არაფრით მთავრდება. ისინი საზოგადოებისთვის კიდევ ერთი გულისაცრუება იქნება, რაც საზოგადოებრივი ძალების დაფანტვას და ამაოდ ხარჯვას იწვევს.
ეს მოხდა რამდენიმე დღის წინ აშშ-ს საელჩოსთან, სადაც დიდი მზადება იყო აქციისთვის და ეს მოხდება 21 მაისს. ყველაფერი კი ვნებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და საზოგადოებრივ განვითარებას და ეს უნდა გაიგოს ჩვენმა ექსტრემისტებმა", - განუცხადა ფირალიშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე აზრით, დღეს ყველაზე სწორ გზას ოპოზიციური „რვიანი" ადგას, რამაც ქართულ პოლიტიკაში არსებულიექსტრემისტული განწყობები უნდა ჩაანაცვლოს.
„დღეს "რვიანი" ადგას იმ პოზიციას, რაც პირადად მას და ძალიან ბევრ ადამიანს აწყობს და აუცილებელია ამ ჯგუფმა ეს პოზიცია გაააქტიუროს", - აღნიშნა მან.