ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, 21 მაისიდან „ყველაფერი შეიძლება მოხდეს".
„რთული სათქმელია რა მოხდება, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ერთი მხარე უკან დახევას არ აპირებს. როცა ასეთი ხისტი დამოკიდებულება არსებობს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე ველოდები მდგომარეობის დაძაბვას, მაგრამ მოხდება თუ არა ესკალაცია, ეს ხელისუფლების და იმ ძალების ქმედებაზეა დამოკიდებული, რომელიც აქციის ორგანიზატორები არიან", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მამუკა არეშიძემ.
მისივე განმარტებით, სიტუაციის დაძაბვა იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ ხელისუფლება აქციების „უგულვებელყოფას" არ მოახდენს, რა ტაქტიკაც მან 2009 წლის გაზაფხულის დემონსტრაციებისას არჩია.
"მაინც რუსთაველის გამზირზეა ლაპარაკი, ამიტომაც, არ ვიცი, ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც მოიქცევა ისე თუ არა, როგორც ორი წლის წინ, როცა უგულვებელყო დედაქალაქში მიმდინარე აქციები. თუ სხვანაირად მოიქცევა, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოსალოდნელია სიტუაციის დაძაბვა", - განმარტა არეშიძემ.