18 მაისს ეროვნული ბანკის 182-დღიან N20, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.69%-ით, მაქსიმალური 8.85%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.76%-ით განისაზღვრა.