Smirnoff-ი მსოფლიოს საუკეთესო ბრენდად რჩება. რეიტინგში - Power 100, რომელიც უკვე მეექვსე წელია ქვეყნდება, მეორე ადგილზე რომი - Bacardi გავიდა. ხოლო მესამეზე კი ვისკი - Johnnie Walker-ი.
Power 100-ის წლევანდელი რეიტინგი 10 ათასზე მეტი სავაჭრო ნიშნის კვლევის შედეგად გამოვლინდა. რეიტინგში ადგილები ნაწილდება სხვადასხვა მაჩვენებლის ერთობლიობის მიხედვით და წარმოაჩენს ბრენდის ფასეულობას. ამის შესახებ ნათქვამია მარკეტინგული კომპანია Intangible Business-ის კვლევაში. ექსპერტები ბრენდებს ათბალიანი სისტემით აფასებენ, რომელშიც განსაზღვრულია ბაზრის წილი, შემდგომი ზრდის შესაძლებლობა, ფასების პოზიცირება და ასევე ეფემერული მაჩვენებელი, როგორც ბრენდის ცნობადობისა და რელევანტობის მხრივ.
იმის მიუხედავად, რომ Smirnoff როგორც 2010 წელს, წელსაც ლიდერად რჩება, მან პოზიციები მაინც დათმო, რადგან 1 %-ით შემცირდა არყის წარმოება, ხოლო სავაჭრო ნიშნის რეპუტაცია 2 %-ით გაუარესდა. ასევე 4 %-ით შემცირდა ბრენდის ღირებულება.
რეიტინგის შემდგენლები აცხადებენ, რომ პოზიციონირების სტრატეგიის შეცვლამ, არცთუ სასურველი გავლენა იქონია მომხმარებელზე.
უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წელს Absolut-მა 2 პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა და მეხუთე ადგილზე გადავიდა, ხოლო Svedka მე-17 პოზიციაზეა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Bacardi მალე ჩამოართმევს პირველობას Smirnoff-ს, რომელიც ბოლო პერიოდში პრაქტიკულად ნებისმერი რომის დასახელების გამოხატულებად იქცა. იმავე დროს Bacardi ნებისმერი კოსტეილისთვის უნივერსალურ ინგრედიენტად ჩამოყალიბდა.
.