რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რო ჩრდილოკავკასიის დოტაცია მანამ არ შეწყდება, ვიდრე იქ კონკურენტუნარიანი გარემო არ ჩამოყალიბდება. ეს განცხადება მედვედევმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩრდილოკავკასიის მხარდაჭერის პრიორიტეტი აუცილებლად გაგრძელდება. დოტაცია ეს დროებითი ზომაა, მაგრამ ისინი გაგრძელდება მანამ ვიდრე ვი მუშაობას არ დაიწყებს კონკურენტუნარიანი კერძო და სახელმწიფო საწარმო სექტორი და ვიდრე იქ ნორმალური მომსახურების სფერო არ ამუშავდება", _ განაცხადა მედვედევმა.