საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ტიპის რევანშისტული ნაბიჯებისთვის მზადებას არ გამორიცხავს.
"ალბათ ხელისუფლება სხვა ტიპის რევანშისტული ნაბიჯებისთვის ემზადება. ამიტომ 21 მაისის საპროტესტო აქცია ძალიან ფრთხილად უნდა გაანალიზდეს",_აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან"ეკა ბესელია საუბრისას.
მისი თქმით, ამ სიტუაციაში ხალხის მასშტაბი განმსაზღვრელი იქნება. შესაბამისად, თუ ხალხი გამოვა, სააკაშვილი და მისი გარემოცვა ძალის გამოყენებას ვერ გაბედავს. ხოლო, ნაკლები აქტიურობა, შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს.
"ფაქტია, რომ 21 მაისის გეგმის ავტორებმა ძალიან კარგად იციან, რომ უკან დახევა შეუძლებელია და ეს არ შეიძლება ერდღიანი აქცია იყოს. საზოგადოების აქტიურობას ველოდები მაშინ, როცა ისინი რეალურად დაინახავენ, რომ ცვლილებების პროცესები იწყება. სამწუხაროდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხი შეშინებული და იმედგაცრუებულია და მათ მოტივაცია სჭირდებათ",_აცხადებს ბესელია.