კორეული კომპანია ინვესტიციებს ტურიზმისა და სასტუმროების მშენებლობაში განახორციელებს, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს კორეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"კორეა არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი მსოფლიოში, თუ როგორ უნდა მოხდეს სწრაფი ეკონომიკური განვითარება რამდენიმე წელიწადში, რომ შექმნა ქვეყანაში სამუშაო ადგილები და გახდე მსოფლიოში მოწინავე ეკონომიკური ქვეყანა. ამ კუთხით კი ჩვენთვის მათი გამოცდილების გაზიარება საინტერესოა. აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით კორეის დელეგაციასთან პირდაპირი შეხვედრა პირველად შედგა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეს მომავალშიც გაგრძელება. მისივე თქმით შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კორეული ინვესტიციების განხორციელების საკითხს.
"ძალინან კარგია, რომ კორეული ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში განხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ უკვე მოხდა შეთანხმება ერთ-ერთ კორეულ კომპანიასთან, რომელიც ინვესტიციას ტურისუტლი ინფრასტრუქტურისა და სასტუმროების მშენებლობაში ჩადებს" - აღნიშნა ბაქრაძემ.