„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანია შეფასებით, საქართველოს ხელისუფლრბა საკუთარი მოქალაქეების დაცვის საკითხში უსუსურია.
სწორედ ხელისუფლების უსუსურობას უკავშირებს ალასანია რუსი ოკუპანტების მიერ საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრები ქართველების დაჭრას.
"ეს არის შემზარავი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ საქართველო არის ოკუპაციის ქვეშ. ამასთან ეს ხაზს უსვამს იმასაც, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, აბსოლუტურად უსუსურია საკუთარი მოქალაქეების დაცვის საკითხში", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.
მისივე შეფასებით, მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებული დაძაბულობა საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ საჩხერეში რუსმა ოკუპანტებმა ხუთი ქართველი დაჭრეს.