კომპანია "ტექნო ბუმი" ახალი სტრატეგიის ფარგლებში განვითარებას განაგრძობს და დღეს ტექნო ბუმის ყველაზე დიდ ცენტრს ბათუმში ხსნის, რომელიც სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზაში" 2000 კვ. მეტრ ფართობზეა განთავსებული. ეს იქნება ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრი მთელს საქართველოში, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ყელაზე დიდი არჩევანითა და ყველაზე დაბალი ფასის გარაანტიით.
ბუმის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით კომპანია საჩუქრების დიდ ბუმს აწყობს და 18 და 19 მაისს ვინც „ბათუმი პლაზაში" „ტექნო ბუმის" ცენტრში შეიძენს საყოფაცხოვრებო ტექნიკას საჩუქრების ბუმიდან თავად ამოიღებს საჩუქარს.
„ტექნო ბუმის" ფრანჩაიზების გახსნაზე , წინადადებების განხილვა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და ეტაპობრივად ტექნო ბუმის ცენტრები გაიხსნება სხვადასხვა რეგიონში", - აცხადებენ ტექნო ბუმში
"ტექნო ბუმი" ქართულ ბაზარზე ამ დროისთვის უკვე შვიდი მაღაზიითაა წარმოდგენილი, მათ შორის ცოტა ხნის წინ ბუმის მაღაზია ზესტაფონში გაიხსნა, 13 მაისს გორში , დღეს "ბათუმი პლაზაში", ივნისის მეორე ნახევარში კი ქუთაისში გახსნის.