დღეს, 18 მაისს, 14:00 სთ-ზე, სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა.
თანამშრომლობის მიზანია მიკრო და მცირე საწარმოებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირება, რაც ახალ საგადასახადო სისტემებთან დაკავშირებით მეწარმეთა ტრენინგების მეშვეობით გახდება შესაძლებელი და მათ რეფორმების შედეგად სარგებლის მიღებაში, კერძოდ კი დროისა და თანხების დაზოგვაში დაეხმარება.