"ადვოკატები სასამართლო დარბაზებში უნდა ვისხდეთ და სასამართლო პროცესებს წარვმართავდეთ, თუმცა ამ ხელისუფლებამ ჩვენი საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მოგვცა. ამიტომაც ქუჩაში გამოვედით",_აცხადებს ადვოკატი ლალი აფციაური "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
აფციაური მოშიმშილე ადვოკატთა აქციას თანადგომას უცხადებს. მისი თქმით, ქვეყნის ხერხემალი სასამართლოა, თუმცა იგი ხელისუფლების ნების აღმსრულებელ ორგანოდ გადაიქცა.
აფციაურის თქმით, მას ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურების იმედი არ აქვს, რადგან მსგავსი აქციები ადვოკატებს არაერთხელ მოუწყვიათ. ამის მიუხედავად, სასამართლო სტრუქტურაში არაფერი შეცვლილა.
"ქართული სასამართლო დეფორმირებულია და მისთვის გაღებული თანხები გადაყრილია",_აცხადებს აფციაური.