"ივანიშვილს დაანებეთ თავი და ნუ ითრევთ პოლიტიკაში", - ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული დასის" ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
"ამ ქვეყანაში არსებობს ერთი კაცი, რომელიც უანგაროდ და ძალიან კარგ საქმებს აკეთებს და ეხმარება ადამიანებს. ეს ადამიანი არის ივანიშვილი და იქნებ დაანებოთ ამ კაცის პოლიტიკაში ჩათრევას თავი", - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას ბაღათურიამ.
მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა იყოს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე გაგრძელებს საქმიანობას.
შეგახსენებთ, რომ "ქართუ ჯგუფის" მიერ გავრცელებულ განცხადების შემდეგ პოლიტიკური შეფასებების დროს აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნების დროს რომელიმე პოლიტიკური ძალის უკან დადგეს.