ქუთაისში პარლამენტის გადატანა ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, შესაბამისად გაწეული ხარჯებიც გამართლებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა პარლამენტის ქუთაისში გადატანის შეფასებისას განუცხადა.
"ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის აშენება ხარჯებთანა არის დაკავშირებული, მაგრამ იმ პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ კონსოლიდაციასთან, რაც ამის შემდეგ საქართველოში მოხდება, ხარჯები გამართლებულია. პარლამენტი ერთი და ორი წლით არ გადადის და ეს იქნება საქართველოს პარლამენტის ახალი მისამართი შემდგომი ათწლეულების განმავლობაში", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტის გადატანა მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ და საინვესტიციო განვითარებას არა მხოლოდ ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში, ასევე მთელ დასავლეთ საქართველოში.
"ასე, რომ საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, ხარჯები გამართლებულია", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების - ჩართვებისა და ტელეხიდების საშუალებითGწინდაუკან თბილისა და ქუთაისს შორის სიარულის აუცილებლობა აღარ იარსებებს.