თურქეთში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქის ვინაობა დადგენილია.
თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები არიან როსტომ სილაგაძე, ზვიად სანოძე, თემურ კიწმარავა, ზურაბ კირთაძე, დავით ნავრეთიაური და არჩილ ჩარგეიშვილი. მათ თურქეთის ერთი მოქალაქის მკვლელობა ედებათ ბრალად.
საქართველოს მოქალაქეები რიზეში, ვიზდომ აკაგუნდუსის სამეურნეო მიწაზე დაქირავებულ მუშებად მუშაობდნენ. მათ ოჯახის გაძარცვა გადაწყვიტეს.
თავდამსხმელებმა გუშინ ღამით ცოლ-ქმარი ელიზ და ვიზდომ აკაგუნდუსები გაკოჭეს და სასტიკად აწამეს.
ოჯახის უფროსმა, 73 წლის მოხუცმა წამებას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი მრავალჯერადი მოტეხილობებით და დაჟეჟილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.