"რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია დიდ ყურადღებას უთმობს აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს", იუწყება რუსული მხარე და იქვე აღნიშნავს, რომ ამის დასტურია დელეგაციის ის შემადგენლობა, რომელსაც რუსეთის ცესკო აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოაგზავნის.
"არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ჩამოვა რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე ვლადიმერ ჩუროვი, მისი მოადგილე სტანისლავ ვავილოვი, ცესკოს წევრები: ევგენი კოლიუშინი, ვალერი კრიუკოვი და სიაბშახ შაპიევი",_ აცხადებს რუსეთის ცესკოს მდივანი ნიკოლაი კონკინი.
მისივე თქმით, შაპიევი ერთდროულად დააკვირდება არჩევნების მიმდინარეობას ყარაჩაი ჩერქეზეთში, ხოლო რუსეთის ცესკოს წევრი ვასილი ვოლკოვი კი არჩევნების მიმდინარეობას მოსკოვში გასხნილ საარჩევბო უბანზე დააკვირდება.
შეგასენებთ, რომ დამკირვებელთა სტატუსით, რუსეთის ცესკოს დელეგაციის გარდა, რუსეთის დუმის დელეგაციაც ეწვევა, რომელსაც დსთ-სა და თანამემამულეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი ოსტროვსკი უხელმძღვანელებს.