დღეს სოხუმში აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პრეს-ცენტრი გაიხსნება.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, აღნიშნული ცენტრი აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად აფხაზეთის ე.წ. ცესკოს ინივიტივით დემოკრატიის კვლევის ფონდთან ერთად გაიხსნა.
წინასწარი ინფორმაციით, აფხაზეთში 12 დეკემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგენი მხოლოდ 13 დეკემბერს გახდება ცნობილი. ამ დღეს პრესცენტრში შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება. ამავე დღეს იგეგმება არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით ჩასული ჯგუფების მიერ გაკეთებული წინასწარი დასკვნის გამოქვეყნება.
აფაზური მხარის ინფორმაციით, ამჟამად უკვე აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად 40 უცხოელი ჟურნალისტის ჩასული.
შეგახსნებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება.