"იმის იმედი, რომ 21 მაისის აქციაზე რაიმე სერიოზული მოხდება, არ მაქვს. რევოლუციის სუნი უნდა ტრიალებდეს, რომ იგრძნო რაიმე. ჯერჯერობით მსგავსი არაფერია",_აცხადებს "ქართული პარტიის წევრი" თემურ ნანეიშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მისი თქმით, შესაძლოა, ოპოზიციის მხრიდან ასეთმა გაუმართლებელმა აქტიობამ იქამდე მიიყვანოს სააკაშვილი, რომ იგი საპარლამენტო არჩევნებს დასთანხმდეს, რაც, ისევ და ისევ, მის წისქვილზე დაასხამს წყალს.
"თუ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე დათანხმდება, ეს ძალიან ცუდი იქნება, რადგან ჩაატარებს იმავე არჩევნებს, იმავე კოდექსით, იმავე საარჩევნო გარემოში და მიიღებს იმავე შედეგს, რაც მიიღო პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ. "ქართულ აკადემიას" კი მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შემდეგ გვინდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და არა_ ამ საარჩევნო გარემოში",_აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, რვიანმა მიაღწია ძალიან დიდ შედეგს და ამხილა სააკაშვილი.
"მთავარია, რომ შემობრუნდა, შეიცვალა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არა მარტო ამერიკის, არამედ მთელი ევროპის მხრიდან. ევროსაბჭო მას ეუბნება, რომ უნდა შეცვალოს საარჩევნო გარემო, მათ დაინახეს, რომ სააკაშვილი არ არის დემოკრატიის შუქურა. ეს ყველაფერი ოპოზიციური რვიანის მიერ კანონიერი ბრძოლით იქნა მიღწეული, რაც პატარა მიღწევა არ არის",_აღნიშნა ნანეიშვილმა.