შემოსავლების სამსახურმა საწარმოო დანაკარგი ბამბის ნედლეულის მწარმოებლებსაც დაუდგინა. კერძოდ, ბამბის ნედლეულის პენტვისას საწარმოო დანაკარგი განისაზღვრა წარმოებაში ჩაშვებული ნედლეულის 65 პროცენტის ოდენობით;
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, ბამბის მწარმოებლებს საწარმოო დანაკარგი დანაკლისად აღარ ჩაეთვლებათ და, შესაბამისად, აღარ დაიბეგრება.
ბამბის ნედლეულის საწარმოო დანაკარგის ოდენობა შემოსავლების სამსახურში შექმნილმა კომისიამ მეწარმეებისგან მოწოდებული ინფორმაციისა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით განსაზღვრა.
შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, საწარმოო დანაკარგები უკვე დადგინდა მეტალურგიის სფეროში ასევე, ალკოჰოლური სასმელის წარმოებისას/იმპორტისას, აგრეთვე სიგარა/სიგარეტისა და სიგარელებისათვის გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების შემთხვევაში, მინის წარმოებაში. საწარმოო დანაკარგების საკითხი სხვა სფეროებშიც განისაზღვრება და ეს პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.
სურვილის შემთხვევაში მეწარმეებს თავად შეუძლიათ მიმართონ შემოსავლების სამსახურს, რომელიც მათ საწარმოო დანაკარგს, გარკვეულ ფასად განსაზღვრავს. დანაკარგების დადგენილი ოდენობა შემდგომში სავალდებულო წესით იქნება გათვალისწინებული გადასახადების ადმინისტრირების, მათ შორის, შემოწმების დროს.