ბათუმში, Conrad-Cubic Tower Hotel აზერბაიჯანული კომპანია Adog Georgia ააშენებს.
თუ რა მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, Adog Georgia უცნობია, რადგაც ინვესტორს კალკულაცია არ გაუკეთებია, რადგან ინვესტორს ჯერჯერობით აჭარის მთავრობასთან სასტუმროს პროექტი არ შეუთანხმებია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმციით, Adoge Georgia-სა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორი სასტუმროს 2014 წლის ივლისამდე ააშენებს.
Adog Georgia -სა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შოროს ხელშეკრულება 2011 წლის 18 თებერვალს გაფორმდა და ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 40 თვის ვადაში ექსპლუატაციაში შეიყვანის არანაკლებ 22-სართულიანი შენობა, სააც 100 სასტუმრო ნომერთან ერთად კაზინოც განთავსდება.
Adog Georgia ვალდებულია ასევე, სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლიდან 6 თვის ვადაში შექმნას არანაკლებ 100 სამუშაო ადგილი.
აღსანიშნავია, რომ Adog Georgia-მ ბათუმში, გოგებაშვილის ქ #10-12-ის მიმდებარედ 440,95 კვმ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1621 კვმ მიწის ნაკვეთში,სიმბოლური თანხმა. 1 ლარი გადაიხადა.