ხვალ, 16 მაისს, 09:00 საათზე, სასტუმრო თბილისი მერიოტში, ოფიციალურად გაიხსნება სახელმწიფო შესყიდვების მე-7 რეგიონული ფორუმი.
ფორუმის ორგანიზატორები არიან: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ისლამური განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).
ღონისძიებას ესწრება 11 ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ალბანეთი, მაკედონია, უზბეკეთი, თურქეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი) ოფიციალური დელეგაცია.