ხვალ, 16 მაისს, 14:00 საათზე, ზუგდიდის რაიონში, სასტუმრო „ანაკლიაში", გაიმართება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ელექტრონული აუქციონის პორტალის www.eauction.ge საიუბილეო პრეზენტაცაია.
როგორც :ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსტა სამინიტოდან აცნობეს, აღნიშნულ საზეიმო ღონისძიებას გახსნის საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბატონი კახა ბაინდურაშვილი.
პრეზენტაციას დაესწრებიან დელეგაციები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთის რესპუბლიკიდან.