უკრანის ტურისტული მომსახურების ბაზარზე კონკურენცია "წესების გარეშე" ბრძოლას ემსგავსება- ტურისტულ ბაზარზე ის დარჩება, ვინც გადარჩება.
ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი "საკავშირო სანატორიუმი" ტურისტების მაქსიმალურად მიზიდვის მიზნით აპირებს, რომ ყოველწლიურად მოქმედ თავის 50 სანატორიუმსა და 20 სერტიფიცირებულ სასტუმროზე ღია დემპინგური ფასები დააწესოს.
როგორც უკრაინის კურორტებისა და ტურიზმის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ლიევმა აღნიშნა, ყირიმის კურორტებისა და ტურიზმის სამინისტრო სპეციალურ პროექტს ამზადებს, რომლითაც ყირიმში სეზონი "შემოდგომა_2011" წინ წაიწევს.
მოსალოდნელია, რომ ამ პროექტის მონაწილეები საცხოვრებელ ფასებს თვითღირებულებამდე დასწევენ, რაც სეზონზე უფრო მეტი ტურისტის მიზიდვას შეუწყობს ხელს. მათ შორის, უმეტესობა რუსი მოქალაქე იქნება.
უკრაინის კურორტებისა და ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, იმ 5,7 მილიონ ტურისტს შორის, რომლებიც გასულ წელს ყირიმის ნახევარკუნძულს სტუმრობდნენ, 1,4 მილიონი რუსი ტურისტი იყო. წლეულს რუსი ტურისტების 50 %-იან ნაკადს ელიან.
მიუხედავად იმისა, რომ "შემოდგომა-2011" ჯერ არ დაწყებულა, ყოველწლიურად მოქმედი 50 სანატორიუმი უკვე განისაზღვრა, რომლებიც პროექტის ფარგლებში, მომხმარებელს საკუთარ ფასებს შესთავაზებენ. პროექტ "შემოდგომა-2011"-ში მონაწილეობას ყირიმის, რუსეთის, ბალტიისპირეთის, პოლონეთისა და ბელორუსიის მსხვილი ტუროპერატორები მიიღებენ, რომლებიც საკუთარ თავზე სანატორიუმების ტურისტებით დატვირთვის საქმეს აიღებენ.