უკრაინის მთავრობა ხორბალზე კვოტების მოხსნის შესაძლებლობას სწავლობს და პირობას დებს, რომ მომავალი სეზონიდან ხორბლის ექსპორტის გაზრდის, ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა გააკეთა.
გასული წლის ზაფხულში გვალვების შემდგომ მოწეული მარცვლეულის რაოდენობა პროგნოზთან შედარებით მცირე აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ უკრაინის მთავრობამ ექსპორტზე კვოტის დაწესება გადაწყვიტა.
"ჩვენ განვიხილავთ, ხორბალზე კვოტის მოხსნას. აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს კვირეებში იქნება მიღებული. მარაგები არსებობს და შესაძლებლობა გვაქვს კვოტები მოვხსნათ"- განაცხადა აზაროვმა.