2011 წლის მეორე ნახევარში, უკრაინა რუსული გაზის შესყიდვის მოცულობას შეამცირებს, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა.
"2011 წლის მეორე ნახევარში ჩვენ გაზს მნიშვნელოვნად ნაკლებს შევიძენთ, ვიდრე 2011 წლის პირველ ნახევარში, რადგანაც მისი ფასი იზრდება. ჩვენ ძირითადი შესყიდვები I-II კვარტლებში გავაკეთეთ და ფაქტობრივად გაზს აღარ შევისყიდით", - განაცხადა აზაროვმა.
როგორც უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა კონსტანტინ ბოროდინმა განაცხადა, 2011 წლის მესამე კვარტალში რუსეთისგან მოწოდებული გაზის ფასი 350 დოლარი ქნება, ხოლო მეოთხე კვარტაში შესაძლოა 400 დოლარამდე გაიზარდოს.
უნდა აღნიშნოს რომ მიმდინარე ეტაპზე უკრაინა რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, გაზის ფასის გადახედვასთან დაკავშირებით. კერძოდ საუბარია გაზის საბაზო ფასის გადახედვაზე და ფასდათმობებზე.