"სანალიას" მფლობელი "ჩირუხ-სანალიას ჰესი" გახდა. კომპანიამ შპს "სანალიას" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი 1 მლნ. 792 ათას ლარად იყიდა, მაშინ როდესაც აუქციონზე მისი საწყისი ღირებულება 1 მლნ. 742ათას ლარს შეადგენდა.
პირობების თანახმად, "ჩირუხ-სანალიას ჰესი" ვადებულია ჰიდროელექტროსადგური, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში, საპროექტო პარამეტრებზე გაყვანოს.
ინვესტორი ვალდებულია ასევე, 1 წლის განმავლობაში, 35 კვ საჰაერო ხაზი "სანალია-ჩირუხი ჰესი-ოლადაურის ქვესადგურამდე" (რომელიც დაკავშირებს ჰიდროელექტროსადგურს საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან) და "სანალია-ჩირუხი" ჰესის 35 კვ ძაბვის ქვესადგური ააშენოს.