"ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას მიესალმება.
"სამოქალაქო პროტესტი თავისუფალ ქვეყანაში არ უნდა იწვევდეს ისეთ ისტერიკას, რომელსაც მმართველი რეჟიმი და მასთან დაახლოებული პოლიტიკური პარტიები მიმართავენ. ბატონი ჯონ ბასის განცხადება არის ძალიან კორექტული და მთლიანად ვეთანხმები მას", - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ბასის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს შენობასთან "ქართული პარტიის" მიერ 16 მაისს დაგეგმილი აქცია იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არსებობს.