"ენდი გარსიას მიხეილ სააკაშვილი არ გაახმოვანებს",_ ამის შესახებ ფილმის თანაპროდიუსერმა ნიკა ავალიანმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს "აგვისტოს 5 დღის" ქართული ვერსიაში ენდი გარსიას თავად მიხეილ სააკაშვილი გაახმოვანებდა.
"საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, არ ვიცი. ასეთი რამ არ მითქვამს. ფილმის გახმოვანება უკვე დაიწყო. რაც შეეხება ენდი გარსიას გამხმოვანებელს, სამი კანდიდატურა გვყავს შერჩეული, მათ შორის, ერთ-ერთი ჩხეიძეა, რომლის სახელიც არ მახსოვს. ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მიღების სტადიაში ვართ და იმ პიროვნებას შევარჩევთ, რომელიც უფრო მიესადაგება ამ პერსონაჟს"_აღნიშნა ნიკა ავალიანმა.
შეგახსენებთ, რენი ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმი "აგვისტოს 5 დღე" საქართველოს კინოთეატრებში 5 ივნისიდან ქართულ ენაზე იქნება ნაჩვენები.