"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კონტექსტიდან ამოვარდნილ პრეზიდენტს უწოდებს და სადამ ჰუსეინსა და სლობოდან მილოშევიჩს ადარებს.
"სააკაშვილი ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების თანახმად საერთოდ არ აპირებს ქვეყნის ხელისუფლებიდან წასვლას. პრობლემა ზუსტად ესაა. მოვლენ ხელისუფლებაში და სამუდამოდ უნდათ დარჩენა. სააკაშვილი კონტექსტიდან ამოვარდნილი პრეზიდენტია.
ის ძალიან გავს სლობოდან მილოშევიჩს, სადამ ჰუსეინს. მისი ბოლო განცხადებები მეტყველებს, რომ არაადეკვატურად არის განწყობილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან", - განაცხადა სანიკიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მათი შეცვლა რევოლუციით მოხდება თუ არჩევნების გზით.