ქალაქ ჩელიაბინსკის მაცხოვრებელი, რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით სომეხი 54 წლის რუბიკ ოგანესიანი საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელმაც იგი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" დარღვევის გამო დააპატიმრა მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. განცხადება აის შესახებ სამხრეთ ურალში ადამიანის უფლებათა თაცვბის საკითხებში რწმუნებულმა ალექსეი სევასტიაკოვმა გააკეთა, რომელსაც ოგანესიანმა მიმართა. მისი თქმით, ამჟამად ამ საქმის დეტალებს რუსეთის გენპროკურატურა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურა არკვევს.
ომბუდსმენისათვის მიწერილ თავის სარჩელში რუბიკ ოგანესიანი წერს, რომ 2009 წლის 13 ივლისს იგი ვლადიკავკაზისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით სომხეთში ნათესავებთან მიდიოდა. საქართველოსთან საზღვარზე იგი დააკავეს. მას წაეყენა ბრალი საქართველოს კანონის დარღვევაში "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". 2009 წლის 22 სექტემბეტს გორის რაიონულმა სასამართლომ ოგანესიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელს იგი ადგილობრივ ციხეში იხდიდა, ხოლო 2009 წლის 23 ნოემბერს იგი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით შეიწყალეს.
ალექსეი სევასტიანოვი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეთა სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების კონვენცია (მინსკი, 1993 წლის 22 იანვარი). დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოქალაქეები, რომლებსაც სხვა სახელმწიფოში განსჯიან სასჯელის მოსახდელად თავის ქვეყანას უნდა გადაეცნენ.
"ზემოთხსენებული კონვენციის დარღვევთ საქართველომ (იუსტიციის სამინისტრომ) რუსეთის ფედერაცია ოგანესიანი არ გადასცა, იმისათვის რათა მას სასჯელი თავის ტერიტორიაზე მოეხადა. ასვე იწვევს ეჭვს თავად სასჯელის სამართლიანობა ზემოთხსენებული ქმედების გამო, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს ბრძანებით სამხრეთ ოსეთი სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდაა აღიარებული", _ აცხადებს ჩელიანიბსკელი უფლებების დამცველი და აღნიშმავს, რომ "რუსეთის მოქალაქის უფლებები აშკარად დაირღვა. ამ შემთხვევაში კი საუბარი მიდის ოგანესიანისათვის მიყენებული მორალური ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც მას საქართველომ მიაყენა მაშინ როდესაც დაარღვია მისი უფლება სასჯელი თავის ქვეყანაში მოეხადა, ასევე საქართველომ რუსეთის მოქალაქეს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება".
ალექსეი სევასტიაკოვმა რუსეთის გენპროკურატურას მიმართა, რომელმაც თავის მხრივ ქართველ კოლეგებთან გააზავნა წერილი და მათ სევასტიანოვისა და ოგანესიანის განცხადების განხილვა სთხოვა.