საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს ქართული ბანკების დასანქცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"ჩემი მოწოდება ამერიკის შეერთებული შტატებისადმი, ევროკავშირისადმი და გაერთიანებული სამეფოსადმი, დაასანქცირონ ქართული ბანკები, როგორც დიქტატურის ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული პოლიტიკის თანამონაწილეები.
ბანკებს არ სურთ რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს, ვინაიდან ამ შემთხვევაში მათი ყაჩაღური ზემოგებები მრავალგზის შემცირდება", - წერს სააკაშვილი.