13 მაისს, 11.00 საათზე იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრენინგების მომდევნო ეტაპი დაიწყება. სასწავლო ცენტრში გადამზადების კურსს სამინისტროს სამსახურების რეგიონული ოფისების თანამშრომლები გაივლიან.
ინტერაქტიული ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება, სტრესის მენეჯმენტი, კონფლიქტების მართვა, სერვისების პროცედურები და სხვა.
სწავლება პერიოდულად გაგრძელდება და, საბოლოო ჯამში, მას იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომელი გაივლის.