რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრო მზადაა, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის საკითხი განიხილოს, იმ შემთხვევაში, თუკი ქართული მხარე ამ უწყებას მიმართავს. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლოა განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალურად მიმართავს", _ განაცხადა რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
შეგახსნებთ, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისთვის განსაკუთრებულ წინააღმდეგობებს ვერ ხედავს.