დანიის ხელისუფლებამ, გერმანიასა და შვედეთთან შიდა ევროპულ საზღვაზე სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის გადაწყვეტილება მიიღო.
შესაბამისი განცხადება ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა კლაუს ხორტ ფრედერიკსენმა გააკეთა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია „სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულთა მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების ზრდის გამო".
აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავებისთვის ხელისუფლებამ საკონტროლო გამშვებ პუნქტებს ახალი ელექტრონული სისტემებით აღჭურავს, მათ შორის ავტომანაქანების ნომრის განმსაზღვრელი მოწყობილობებით.
ასევე იგეგმება ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობა გზებზე, საზღვაო პორტებში და აეროპორტებში. ამ მიზნით ქვეყნის ბიუჯეტიდან 270 მლნ. კრონია გამოყოფილი.
მინისტრის განცხადებით, შემოწმებები შერჩევით განხორციელდება, შესაბამისად აღნიშნული ქმედებები არ არღვევს შენგენის შეთანხმების პირობებს.