"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "ქართული პარტიის" თანათავჯდომარის, ირაკლი ოქროუაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, სადაც ის ამერიკის შეერთებულ შტატებს აკრიტიკებდა, აჩვენა, რომ "ქართული პარტია" ხელისუფლების თამაშს თამაშობს".
"გუშინდელმა ეთერმა სამწუხაროდ, ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი დაადასტურა და "ქართულ პარტიის" ლიდერებს ნიღაბი ჩამოხადა. გუშინ კარგად გამოჩნდა, რომ "ქართული პარტია" სააკაშვილის თამაშს თამაშობს. ფსევდოოპოზიციის მთავარი მიზანია, დააბნიოს ხალხი, გაუგებრობა და უიმედობა შეიტანოს ხალხში. ეს არის "სახალხო კრების" წინააღმდეგ სააკაშვილის რეჟიმის ბრძოლის ერთ-ერთი სერიოზული ნაწილი",- განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილმა მაესტროს ეთერში აშშ-ის ხელისუფლება გააკრიტიკა. "თუ რუსეთი გვართმევს ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას", განაცხადა მან.