შსს-ს კალათბურთელმა ბესიკ ლეჟავამ სპორტის სასახლეში მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირების გამო ბოდიში მოიხადა.
ლეჟავა დღეს კალათბურთის ფედერაციაში სადისციპლინო კომიტეტის სხდომას დაესწრო.
"მინდა ბოდიში მოუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს დ ა ის კოლექტივს, მინდა ბოდიში მოუხადო იმ მაყურებელს, რომელიც სპორტის სასახლეში იყო მოსული და მატჩს თვალს ტელევიზიით ადევნებდა, რადგან ჩემი საქციელი არანაირ ჩარჩოში არ ჯდება", - აღნიშნა კალათბურთელმა.
ლეჟავამ განსაკუთრებული ბოდიში მომავალ თაობას მოუხადა და აღნიშნა, რომ გუშინდელი მისი საქციელიდან უნდა ისწვალონ, რომ მსგავსი არასდროს არ გააკეთონ.
ამასთან, ბესიკ ლეჟავას თანაგუნდელები აცხადებენ, რომ მსაჯებით უკმაყოფილოები არიან და კუპატაძის მხრიდან შეურაცხყოფას და პროვიკაციებს ჰქონდა ადგილი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კი კალათბურთის ფედერაციაში სადისციპლნო კომიტეტი რამდენიმე საათია უკვე მსჯელობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სპორტის სასახლეში გამართული შსს-"სოხუმის" მეოთხედფინალური სერიის ბოლო, მესამე მატჩი ინციდენტის გამო შეწყდა.
შეხვედრა ძირითადი დროის ამოწურვამდე, მსაჯმა მაკა კუპატაძემა შსს-ს კალათბურთელი ბესიკ ლეჟავა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევა, ამ უკანასკნელმა კი თავი ვერ შეიკავა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ამას გულშემატკივართა აღშფოთება დაერთო და მსაჯებმა შეხვედრის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ეპიზოდისთვის ანგარიში "სოხუმის" სასარგებლოდ 79:75 იყო, შესაბამისად გამარჯვებულად "სოხუმი" ჩაითვალა.