საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ამირან პაპინაშვილი, ბაქოს დიდი პრიზის ჩემპიონი გახდა. პაპინაშვილმა ოქროს მედალთან ერთად, 200 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ფინალში მონღოლი ბოლდბაატარ ჩიმედ-იონდონი 2 იუკოთი დაამარცხა. იქამდე კი სამი მეტოქე ჩამოიცილა. ყაზახი ასხატ ტელმანოვს წუთსა და ოცდათვრამეტ წამში მოგო, აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევს ვაზარით გაუსწორდა, ხოლო ფინელი ვალტერ იოკინენი სამ წუთსა და თვრამეტ წამში დაამარცხა.
დღესვე მედლები მამაკაცთა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც თამაშდება. საქართველოს სახელით შალვა ქარდავამ იჭიდავა, მაგრამ პირველსავე წრეში იპონით დამარცხდა მონღოლ ხიშიგბაიარ ბუუვეიბაატართან.