7 და 8 მაისს ხაშურში გაიმართება ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორის და სპორტის დამსახურებული ოსტატის რამაზ ხარშილაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჭიდაობა-ძიუდოში. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ხაშურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ტურნირს, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით 7 მაისს 11 საათზე გაიხსნება, ორი დღის განმავლობაში ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლა უმასპინძლებს.
ასპარეზობა 20 წონით კატეგორიაში წარიმართება და მონაწილებას მიღებს 240-მდე, 1997-2000 წლებში დაბადებული სპორტსმენი. ქართველ სპორტსმენებთან ერთად დაგეგმილია სომეხი და აზერბაიჯანელი სპორტსმენების მონაწილეობაც. ტატამზე 40-მდე ხაშურელი სპორტსმენი გამოვა.
საპრიზო ადგილების მფლობელ სპორტსმენებს მედლები, თასები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
ღონისძიებას დაესწრებიან შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების და ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები.