კვირას, 8 მაისს, „რომპეტროლ საქართველო" საავტომობილო ფედერაციასთან და BMW Club-თან ერთად წარმოგიდგენთ შეჯიბრს ჩქაროსნულ სლალომში „GYMKHANA თბილისი, ავტოშეჯიბრი მუხრუჭების გარეშე".
შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ყველას, როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებს, რომლებსაც გააჩნიათ მართვის მოწმობა და ჰყავთ საკუთარი ავტომობილი.
საავტომობილო ფედერაციის ინფორმაციით, შეჯიბრი ძველი აეროპორტის #20 სადღეღამისო ავტოსადგომის ტერიტორიაზე ზუსტად 11.00 საათზე დაიწყება. მონაწილეთათვის რეგისტაცია კი შაბათს, 7 მაისს 17:00-დან 20:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე (რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე) იწარმოებს.
„შეჯიბრი ჩატარდება 3 კლასად, მათ შორის მანდილოსნებისთვისაც. მონაწილეებმა უნდა დაძლიონ 3 სხვადასხვა სირთულისა და ფორმის ფიგურა. ყველა კლასში, სამ საპრიოზო კატეგორიაში გასული გამარჯვბულები გენერალური სპონსორის „რომპეტროლ საქართველოსგან" ფულადი პრემიით და საწვავით დაჯილდოვდებიან,"-აცხადებს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე.
„რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტის განცხადებით, კომპანია უკვე რამდენიმე წელია უკლებლივ ყველა საავტომობილო შეჯიბრის მუდმივი მხარდამჭერია. ამჯერადაც, ტურნირის ორგანიზებას და გამარჯვებულთა დაჯილდოებას „რომპეტროლი" საკუთარ თავზე იღებს.
„რამდენადაც ვიცი, ეს იქნება ყველაზე სწრაფი საავტომობილო შეჯიბრი. დარწმუნებული ვარ ავტომოყვარულები აქტიურობას გამოიჩენენ და საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. „რომპეტროლი" უკვე 4 წელის ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში ავტოსპორტი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სპორტად იქცეს და ვფიქრობ, ამ მხრივ მიზანი მიღწეულია,"- აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, მოგვიანებით ახალ სპორტულ კაფე „WRC კაფე"-ში გაიმართება, რომელიც ავტომოყვარულებისთვის ლესელიძის ქუჩაზე ოფიციალურად სწორედ დაჯილდოებისას საზეიმოდ გაიხსნება. კაფეს ინტერიერიც მთლანად საავტომობილო სტილშია გადაწყვეტილი. მაგიდის მაგივრობას აქ ძრავი სწევს, ხოლო სკამის მაგივრობას მანქანის სავარძელი.
„კაფეს ინტერიერი მოდერნისა და ავტომობილის თემაზეა აწყობილი. ვფიქრობ აქ ყველასთვის სასიამოვნო გარემოა ვინაიდან არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ავტომობილი არ იტაცებს. ავტომობილის ნაწიილები აქ პრაქტიკული დანიშნულებისთვისაა გამოყენებული: ძრავი მაგიდად, მანქანის სავარძელი სკამად, კოქტეილი ანტიფრიზი, რაც საბოლოო ჯამში შესაბამის განწყობას ქმნის,"-აცხადებს კაფე „WRC"-ს მფლობელი სანდრო ლომაძე.
„რომპეტროლ საქართველო" 2008 წლიდან ავტოსპორტის აქტიური მხარდამჭერი და გენერალურო სპონსორია. წლეულსაც, უკვე მეოთხედ სეზონი „რომპეტროლის" სახელს ატარებს. „რომპეტროლის სეზონის 2011" ფარგლებში ყველა შეჯიბრი გასული წლებისგან განსხვავებულ ფორმატში გაიმართება და ავტომოყვარულებს საინტერესო სანახაობებს შესთავაზებს.