2011 წლის აპრილის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 39 081 ერთეული შეადგინა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აპრილი 2007-2010 წლების იმავე თვესთან შედარებით აშკარა ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის აპ-რილთან (28 220 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 38.5%-ით, 2008 წლის აპრილთან (33 245 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 17.6%-ით, 2009 წლის აპრილთან (23 364 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 67.3%-ით და 2010 წლის აპრილთან (32 739 ერთე-ული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 19.4%-ით. 2011 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 30.2%-ით შემცირდა, რაც მარტის თვის პიკის ფონზე უჩვეულო არაა.
მასალის გამოყენების პირობები