მსოფლიო ფეხბურთის ნაკრების ვარსკვლავების წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ალექსანდრე ხლოპონინი ითამაშებს. როგორც ჩეჩნეთის მეთაურის პრესსამსახური იტყობინება, ხლოპონინი რუსეთის საფეხბურთო გუნდს კაპიტნის რანგში უხელმძღვანელებს.
"გუნდის სახელწოდებაა "კავკასია". ეს სიმბოლურია, რადგან მის შემადგენლობაში ჩრდილოეთ კავკასიის ცალკეულ რეგიონთა მეთაურები ითამაშებენ ",_აღნიშნა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა.
მისი თქმით, მსოფლიო ვარსკვლავების წინააღმდეგ ითამაშებენ ცნობილი სამამულო ფეხბურთელები_რინატ დასაევი, დიმიტრი ალენიჩევი, ნიკოლაი პისარევი და სხვები.
მსოფლიოს ვარსკვლავთა გუნდში კი იქნებიან როგორც ვეტერანები, ისე მოქმედი ფეხბურთელები. მათ შორის, დიეგო მარადონა, ალენ ბოღოსიანი, ფრანკო ბარეზი, ალესანდრო კოსტაკურტა, ლუიშ ფიგო, მანუელ ამოროსი, რობერტო აიალა, რობი ფაულერი, ენცო ფრანჩესკოლი, სტივ მაკმანამანი, ჟან პიერ პაპენი, კრისტიან ვიერი, ივან სამარანო, ფაბიენ ბარტეზი და სხვები.
შეგახსენებთ, 11 მაისს გროზნოში ახმედ კადიროვის სახელობის ყველაზე დიდი სპორტკომპლექსი გაიხსენება. საზეიმო გახსნის დროს მაყურებლები ლაზერულ შოუს და სხვა გასართობ ღონისძიებებს იხილავენ. მთავარი მოვლენა კი მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავთა გუნდისა და გუნდ "კავკასიას" შორის დაპირისპირება იქნება.