სოხუმი ე.წ. ღორის გრიპის თავიდან ასაცილებლად საყოველთაო ვაქცინაციას ითხოვს.
ადგილობრივი ტელეკომპანიების ინფორმაციით, აფხაზეთში სპეციალური ლაბორატორია, რომელიც H1N1 ვირუსზე ანალიზების ტესტირებას მოახდენს არ არსებობს, რის გამოც სეპარატისტულ რეგიონში დაინფიცირების ოფიციალური შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა.
სკოლების პედაგოგებმა გუშინ სპეციალური თათბირი გამართეს და ხელისუფლებას პანიკის თავიდან ასაცილებლად სათანადო ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს.
მასწავლებლების განმარტებით, სკოლებში მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილი დადის.