სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" მსაჯვრდებულთა გახშირებულ სიკვდილიანობას აპროტესტებს და სტატისტიკურ მაჩვენებელს შემაშფოთებელს უწოდებს.
"როგორც დღეს გახდა ცნობილი, გლდანის საპყრობილეში ორი პატიმარი გარდაიცვალა, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტრო ამ ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს. პატიმრების ასეთი რაოდენობით სიკვდილი შემაშფოთებელია და მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიტიკური თუ არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მხრიდან", - ნათქვამია ეკა ბესელიას მოძრაობის განცხადებაში.
ოპოზიციის ყოფილი ლიდერი მიიჩნევს, რომ საპატიმროები საქართველოში სასაკლაოდ გადაიქცა და ქვეყანაში არ მოიძებნა მექანიზმი, რაც საკუთარ ხალხზე ხელისუფლების ანგარიშსწორებას შეაჩერებდა.
"თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღეს ქვეყანაში არავინაა დაზღვეული უსამართლო რეპრესიებისგან და ყვარყვარიზმით შეპყრობილი ხელისუფლების ხელში თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, აუცილებელია გულთან ახლოს მივტანოთ ეს პრობლემა და ყველამ ერთად მოვიფიქროთ, რა შეიძლება გაკეთდეს. მოვითხოვთ სასჯელაღსრულების სამინისტროსგან, სასწრაფოდ გააკეთოს განმარტება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და აუწყოს საზოგადოებას, რამ გამოიწვია ამ პატიმრების სიკვდილი და ისიც განმარტოს, რითაა გამოწვეული მსჯავრდებულთა ასეთი ხაშირებული სიკვდილიანობა", - აღნიშნულია განცხადებაში.