4 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 22 900 000 ლარი შეადგინა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.220%-ით, მაქსიმალური 9.550%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.465%-ით განისაზღვრა.